ინფორმაცია სურამის ღირშესანიშნაობებზე

 სურამში არის კულტურისა (ლესია უკრაინკას მუზეუმი) და განათლების დაწესებულებები. დაბაში მდებარეობს სურამის ციხე და რამდენიმე ეკლესია: სურამის წმინდა გიორგის ეკლესიასურამის ამაღლების ეკლესიასურამის კვირაცხოვლის ტაძარიიტრიის მონასტერიჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესიასურამის ღვთაების ეკლესიასურამის ღვთისმშობლის ეკლესიასურამის წმინდა მარინეს ეკლესიასურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია და ებრაული სალოცავი სურამის სინაგოგა.



                                სურამის ციხე


სურამის ციხე არის შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოშიშიდა ქართლშიხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.
                                     აგების თარიღი
ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე“[2]. თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე[3]. სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულშიXVII საუკუნის ცნობილი თურქიმოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531-579) უკავშირებს[4]. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),[5] მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. სწორედ ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ („მეფეთა აღდგომა“):თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების (შ. მესხია[7]პ. ზაქარაია[8] და სხვა) აზრით, სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში აიგო (XI ს.). მის აგებას უკავშირებენ, აგრეთვე, სურამელთა ცნობილ საგვარეულოს, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიჩნეულია, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.



სურამის წმინდა გიორგის ეკლესია


სურამის წმინდა გიორგის ტაძარი — დაბა სურამშითბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს მდებარე ტაძარი. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით1968 წელს გაუკეთდა რესტავრაცია.
ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (11,5 X 17,2 მეტრი), რომელსაც დასავლეთით სამრეკლო ეკვრის. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. შიდა ჯვაროვანი სივრცე იქმნება ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატიდან ოთხივე მხრივ გამოწვდილი მკლავებით. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული ღრმა აფსიდითადა ბემით. დანარჩენი მკლავები ოთკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით გრძელი. აფსიდის ღერძზე ერთი მაღალი სარკმელია, რომლის გვერდებზე თითო თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და ბემის საზღვრებს სცილდება. საკურთხევლის ცენტრში სატრაპეზო ქვა დგას. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით სათავსებია (სამკვეთლო და სადიაკვნე). ეკლესიის გრძივ კედლებში გაჭრილია ორ-ორი სარკმელი, ხოლო გუმბათის ყელში 12 დიდი თაღოვანი სარკმელია. გუმბათი ბემის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ ბოძზე დაყრდნობილ ნახევარწრიულ თაღებზეა აღმართული. ეკლესიის ინტერიერი მოხატულია. ტაძრის სამრეკლო ოთხსართულიანია. შესასვლელი დასავლეთიდანაა, ეკლესიის კარის ღერძზე. ბოლო სართული პირამიდული სახურავით დასრულებული, თაღებით გახსნილი რვაწახნაგა ფანჩატურია, რომლის გუმბათის წყობაში გადებულია ზარების ჩამოსაკიდი ხის ძელები. სამრეკლოს ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდანი აქვს.


სურამის ამაღლების ეკლესია

სურამის ამაღლების ეკლესია — ტაძარი დგას დაბა სურამის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ე.წ. კვართისას მთაზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,7X5,9 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის დიდი კვადრებით. წრიულ აფსიდში ერთი სარკმელიააღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე ლილვებით გამოყვანილი ჯვარია. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს

სურამის კვირაცხოვლის ტაძარი


სურამის კვირაცხოვლის ეკლესია - ტაძარი გუმბათიანია, მდებარეობს დაბა სურამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსდამაკავშირებელი საავტომობილო გზის გვერდით შემაღლებულ ბორცვზე, იმ ადგილას სადაც უწინ ტაძარი ყოფილა. აგებულია 1998წელს. ტაძარში ერთ-ერთ კუთხეში ქვაზე ამოკვეთილია შემდეგი სტრიქონები: "ტაძარი ეს კვირაცხოვლისა აშენდა სადიდებლად ღვთისა, უფალო შეიწირე შრომა და ღვაწლი ქტიტორთა-ვალერი გელაშვილისა და ბეითან ნოზაძისა და შეუნდე ხუროთმოძღვარსა არჩილ მინდიაშვილსა. ქრისტე შობიდან 1998 წელი".

იტრიის მონასტერი

იტრიის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.

ისტორია



მის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.

მონასტერი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენებია თეთრი თლილი ქვით. მონასტერი სამნავიანია. შუა ნავი გვერდით ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. მონასტერი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, სარდაფებით. აქ სარკმელების, კარების და კედლების მორთულობა დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს.

იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც იტრიის მონასტერი მოინახულა. 1890 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“ იგი ვრცლად აღწერს იტრიის მონასტერს.

1960-61 წლებში იტრიის მონასტერს აღმოსავლეთ კედლის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც 1964 წელს აღადგინეს. ამჟამად იტრიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მოქმედი დედათა მონასტერია.

კომპლექსი


ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოს დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ" , მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს. 1645 წ. ქართლის მეფე როსტომს (1632-1658 წწ.) და მის მეუღლეს მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ.

ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (19,95X13,3 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში გვხვდება აგურიც. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია წყვილ-წყვილი ოთკუთხა ბოძებით. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. შუა სარკმლის ქვეშ დიდი ნიშია.

სამრეკლო - აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. იგი ზევით შევიწროვებული, კოშკისებრი სამსართულიანი ნაგებობაა (6,25X4,95 მ). აშენებულია უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX ს. ბოლოს სამრეკლო შეუკეთებიათ.

გალავანი - (40X25 მ) აშენებულია 1656 წელს კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი.

ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია


ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამისჩუმათელეთის უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,15X6,5 მ), ნაგებია კირქვის ნატეხი ქვითა და თლილი კვადრებით. შესასვლელი დასავლეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ღრმა ნიშია. ორი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია, თითო დასავლეთისა და ჩრდილოეთისაში. დასავლეთის ფასადზე არქიტრავითგადახურული კარი მოჩარჩოებულია ორმაგი ნახევარწრიული ლილვით. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდნით.

სურამის ღვთაების ეკლესია

სურამის ღვთაების ეკლესია — მდებარეობს სურამის უბან გვერდისუბანში. აშენებულია 1831 წელს ადრე აქ არსებული ეკლესიის ნანგრევებზე ძმები ნებიერიძეების დაკვეთით. შეკეთებულია 1972 წელს.
ეკლესია დარბაზულია (12,2 X 5,6 მ), ნაგებია ქვის დიდი კვადრებით და რიყის ქვით, შეკეთებულია აგურით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ცილინდრული კამარის საბჯენი თაღები. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე აგურის წყობაში გამოყვანილია თითო ჩაღრმავებული ჯვარი. სამხრეთ ფასადზე სპილენძის ფირფიტაზე სამშენებლო წარწერაა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე დაშენებულია აგურის ოთხსვეტიანი სამრეკლო.


სურამის ღვთისმშობლის ეკლესია

სურამის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზის პირას, წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. დარბაზული ეკლესიანაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთითაა.

სურამის წმინდა მარინეს ეკლესია

სურამის წმინდა მარინეს ეკლესია — ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის დასავლეთ ნაწილში, ყოფილ სოფელ ბუღაურის სასაფლაოზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (7,6 X 5,3 მ), ნაგებია უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ქვიშაქვით. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს.

სურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია

სურამის წმინდა ბარბარეს ეკლესია — ეკლესია მდებარეობს დაბა სურამშითბილისი-ქუთაისის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს. სურამის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრი ბაზილიკური ტიპისაა. 2000 წლის დასაწყისში ტაძრის შემოგარენს მიწა შემოეცალა, რის შედეგადაც გამოჩნდა იატაკი, ამბიონი და წმინდა ტრაპეზის ქვა-ჯვრის გამოსახულებით. ტაძრის აღდგენა დასრულდა 2005 წელს და გაიხსნა ამავე წლის 17 დეკემბერს.

სურამის სინაგოგა

სურამის სინაგოგა – სინაგოგა დაბა სურამში (ხაშურის მუნიციპალიტეტი), ე. წ. ებრაელების უბანში, მდინარე სურამულას მარცხენა ნაპირას. აგების თარიღი უცნობია. დღეისათვის სინაგოგა მოქმედია. ჰყავს ხახამი და გაბაია.




სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმი

ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი — მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში. მუზეუმი განთავსებულია სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლში, მუზეუმის ფონდებში დაცულია ცნობილი უკრაინელი პოეტისა და მწერლის ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი იყო გიორგი ლეონიძე. მუზეუმის წინ აღმართულია თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესიას ძეგლი

Comments