ინფორმაცია სურამზე

                                                       სურამი                                                                              დაბა, სამთო-კლიმატური კურორტი ხაშურის მუნიციპალიტეტშითემის ცენტრი (სოფლები: ბიჯნისიდიდი ბეკამიზეკოტაპატარა ბეკამიურთხვა). მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 740 მეტრსიმაღლეზე. სარკინიგზო შტოხაზით შეერთებულია ხაშურთან. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. მოსახლეობა 9,8 ათასი.2002 წლის აღწერის მონაცემებით სურამში ცხოვრობს 9 773 ადამიანი2014 წელს კი ფიქსირდება კლება დაბაში ცხოვრობს 7 492 კაცი საიდანაც 3 609 მამაკაცია, ხოლო 3 883 ქალი.


                                        ისტორია
 სურამში დასახლების კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე არის ნავარაუდევი. ამ ადგილებში ადამიანს ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან უცხოვრია, რაზედაც მეტყველებს ის არქეოლოგიური მასალა, რომელიც აქ არის მიკვლეული. სურამი ანტიკური ხანის ქართლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა. შორეულ წარსულში სურამზე გადიოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზა ინდოეთიდან ფაზისამდე, რომლის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ძვ. წ. IV-III საუკუნის ბერძენი ისტორიკოსებისა და გეოგრაფების არისტოტელესპატროკლესა და ერატოსთენეს შრომებში გვხვდება. სურამის ქალაქად ჩამოყალიბება იწყება ძვ. წ. IV-III საუკუნის მიჯნაზე, ხოლო III საუკუნის ბოლოსათვის მას უკვე მკვეთრად გამოხატული ქალაქური სახე ჰქონდა. სტრატეგიულმა მდებარეობამ, საერთაშორისო და საშინაო სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებში აქტიურმა ჩართვამ განაპირობა აქ ქალაქის წარმოშობა. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ სურამში ციხე-სიმაგრე სწორედ მისი ქალაქად გადაქცევისთანავე აიგო, რადგან ეს აუცილებლობით იქნებოდა გამოწვეული. უნდა აღინიშნოს, რომ სურამი ფეოდალური ხანის ბოლომდე ქალაქი იყო და გასულ საუკუნეებში ისე მოშლილა ყველაფერი, რომ ახლა ნაქალაქარი აღარ ჩანს.
ქალაქი სურამი XII საუკუნიდან მოიხსენება ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში. სურამში დიდ ფეოდალთა საგვარეულო სურამელები XII–XIII საუკუნეში ცხოვრობდნენ. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან – სურამი. ამ საგვარეულოს თავადები XII საუკუნის 70-იან წლების ბოლოდან იყვნენ ერისთავერისთავები და ქართლის ერისთავები, ხოლო XIII საუკუნის 40-იან წლებიდან მე-XIV საუკუნის პირველ ნახევრამდე ქართლის ერისთაობასთან ერთად – საქართველოს მეფის მანდარტუხუცესებიც. XII საუკუნეში სურამელთა გვარის ყველაზე ადრინდელი წარმომადგენელი იყო დიდგვაროვანი ფეოდალი ბექა. დიდგვაროვან ფეოდალებს მიეკუთვნებოდნენ ქართლის ერისთავი რატი, ბეგა Iბეგა IIგრიგოლ სურამელირატი Iრატი IIსულა - რატი სურამელის ძე, ჰამადა – ბეგა II სურამელის ძე.
სურამის წარმოშობაზე ხალხური თქმულებაც არსებობს: სურამში ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა, ქალ-ვაჟი, ქალს – სუ რქმევია, ვაჟს – რამი. მათ ერთმანეთი ძალიან ყვარებიათ, რადგან მშობლები ერთად ყოფნას უშლიდნენ, მაინც გადაწყვიტეს ჩუმად დაქორწინებულიყვნენ და იმ უბანს, სადაც ისინი დასახლებულან, მათი ერთობლივი სახელი – სურამი დარქმევია, ხოლო მოგვიანებით ამ სახელით მთელ დაბას მოიხსენიებდნენ.
ვახუშტის თქმით, „არს ქალაქი სურამი და ამასა შინა მკვიდრობენ მართლმადიდებელი ქართველნი, სომეხნი, ურიანი 200 კომლი“. ამავე ცნობას იმეორებს ალ. ცაგარელის მიერ აღმოჩენილი, მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივის ხელნაწერი.

Comments